უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ვინაობა ცნობილია
რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი მალხაზ (მახო) კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა.
"ძალიან სამწუხარო ამბავი უკრაინიდან: შეტაკებების დროს გმირულად დაიღუპა კიდევ ორი ქართველი მებრძოლი:
მალხაზ (მახო) კვიჟინაძე,
ჯონი ოდიშვილი
დიდება გმირებს!
გმირები არ კვდებიან!", - წერს ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა.