"მადლობა, რომ გჯეროდათ ჩვენი!" - რას წერს ზურიკო დავითაშვილი?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი მძიმე თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს და მათ მადლობას უხდის.
"მადლობა, რომ გჯეროდათ ჩვენი!", - წერ დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში ბელგიასთან ფრე ითამაშა. ქართველი ფეხბურთელები პირველი ტაიმის შემდეგ თამაშს 0:2 აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ თამაში 2:2 დამთავრდა.