თეგებით ძიება

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა ის, სავარაუდოდ, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

არსებული ინფორმაციით, აფხაზეის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. სტუმრის სტატუსით მყოფ ადამიანებს უშვებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, 23 ივნისს "ვაგნერის" დაჯგუფებამ სამხედრო გადატრიელების შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით დაჯგუფების დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გადაწყვეტილება შეცვალა და მოსკოვის მიმართულებით მიმავალი კოლონა, უკან, ბანაკებში დააბრუნა.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. კრემლი დღესმდე აკონტროლებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, სადაც რუსული ჯარი დღემდე დგას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა