"წავიკითხე ნუცას წერილი და სახარებაზე დაფიცება. პრობლემა ის კი არ არის, რომ..." - რას წერს ნუგზარ სულაშვილი ბუზალაძეზე?
AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოცილურ ქსელში მომღერალ ნუცა ბუზალაძის მიერ რუსეთში სიმრერის შესრულებას ეხმაურება და წერს, რომ პრობლემა ის გარემოცვაა, რა წრეშიც ნუცამ იმღერა.
"მე წავიკითხე ნუცას წერილი და სახარებაზე დაფიცება.
პრობლემა ის კი არ არის, რომ მეგობართან ჩახვიდე და უმღერო, პრობლემა გარემოცვაა. ჩემთვის პირადად ნაკლებად მნიშვნელოვანია, შენ, ალტინფოსთან, პავლიაშვილთან და ხუჯასეთან მოსკოვში იმღერებ, თუ თბილისის ფილარმონიაში. ყველა მათგანი, ჩემთვის პუტინის მონაა.
ნებისმიერი მათგანი ხვალ პარიზში რომ მოვიწვიო კონცერტზე, იმას კი არ იტყვიან, პარიზია, სულაშვილმა მიიწვია და მერე რა მოხდაო? იტყვიან, რომ სულაშვილმა ბებიამისისა მიირთვა და სალანძღავია-ო.
ჰოდა მართლებიც იქნებიან", - წერს ნუგზარ სულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა.