თეგებით ძიება
25. 06. 2023 სპორტი

"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში... დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ" - რას წერს შოთა არველაძე?

ვეტერანი ფეხბურთელი, შოთა არველაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრების თამაშს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ  დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ.

"საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.

ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უვკე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა. 

წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს!", - წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში ბელგიასთან ფრე ითამაშა. ქართველი ფეხბურთელები პირველი ტაიმის შემდეგ თამაშს 0:2 აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ თამაში 2:2 დამთავრდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა