თეგებით ძიება

"უიჰჰ, როგორც იქნა, მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში... ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო..." - მიშო სულიხია განმარტებას აკეთებს

მომღერალი, მიშო სულუხია რუსეთში ქართველი მომღერლების მიერ სიმღერის შესრულებას ეხმურება და წერს, რომ ეს კომერციული წვეულება არ იყო და მეგობრის იუბილეზე იმღერა.

"უიჰჰ, როგორც იქნა მეც გავეხვიე ერთ ნორმალურ სკანდალში.

    კი, ოკუპანტ ქვეყანაში 6 წლის უნახავი დის სანახავად და მეგობრის დაბადების დღეზე ჩავედი, ჩემი მეგობრის! სცენაზეც ავედი. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს კონცერტი იყო და ამაში ფული ავიღე?  

  არა, არ არის მართალი!

საზოგადოების მოტყუება ცუდი საქმეა, არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ  იცოდეთ, რომ ეს არც კონცერტი და არც არანაირი მნიშვნელობის მქონე ღონისძიება არ ყოფილა. ქართველი გოგონას დაბადების დღე იყო და  იქ შეკრებილი ადამიანებიც ქართველები იყვნენ... 

 საჯარო შეფასებების დროს სწორი ინფორმაციის ცოდნა და უფრო მეტი ინტელექტის გამოვლენაა საჭირო, ვიდრე სოსო პავლიაშვილის გვერდით დადგომა სამშობლოს ღალატად ფორმულირებაა..", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ სულიხის გარდა, სიმღერა სოსო პავლიაშვილმა, ნუცა ბუზალაძემ და მეგი გოგიტიძემაც შეასრულა. ფაქტმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა