ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრან სლემზე ვერცხლის მედლი მოიპოვა
მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ვარლამი ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდა და ახალგაზრდა მეტოქესთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.
34 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა, შეჯიბრის ნახევარფინალში კი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვოლფს სძლია.