თეგებით ძიება
25. 06. 2023 ვიდეო

"ვიღაც პირუტყვმა სცადა, ჩამოეგლიჯა უკრაინის დროშა...მალე ქუჩაშიც შეგვავიწროებენ ალბათ" - რუსულად მოლაპარაკე კაცმა ქართველ ქალებს აგინა (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქრისტინა აფაქიძე, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქის მიერ უკრაინის დროშის ჩამოხევის მცდელობის შესახებ წერს და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რუსულად მოსაუბრე კაცი ქართველ ქალებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

"აი, ეს მოხდა 5 წუთის წინ - ვიღაც პირუტყვმა (როგორც თვითონ თქვა, ვალერა ვარ ხერსონიდანო) სცადა, ჩამოეგლიჯა უკრაინის დროშა, რომელიც ომის დაწყებიდან გვიკიდია.

სიტყვები არ მაქვს, მალე ქუჩაშიც შეგვავიწროვებენ ალბათ.

საქართველოს მთავრობა, თქვენი დამსახურებაა, ასეთი ხალხი რო შემოდის ქვეყანაში", - წერს ქრისტინა ფაიქიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის ათასობით მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა.

რუსეთს საქართველოს 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს. კრემლი დღემდე აკონტროლებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, სადაც რუსული ჯარი დღემდე დგას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა