სამწუხარო ინფორმაცია - ნიკა გაგნიძისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია
საქართველოს ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვეღარ შეძლებს. მიზეზი ბელგიის ნაკრებთან 24 ივნისს მიღებული ტრავმაა.
როტორც "Geo Team"-ი წერს, 22 წლის ნახევარმცველს, მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტა არ დაუდასტურდა, თუმცა ნიკა მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ვეღარ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 27 ივნისს, ნიდერლანდელთა წინააღმდეგ გამართავს.