თეგებით ძიება
25. 06. 2023 ვიდეო

"ეს სიკვდილია. დიდება უკრაინას!" - 16 წლის ბიჭმა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს, გამოსამშვიდობელი ვიდეო გამოაქვეყნა (ვიდეო)

დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა ოკუპანტებმა ორი არასრულწლოვანი პროუკრაინული განწყობის გამო მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ტიგრან ოგანისიანმა და ნიკიტა ხანგანოვმა რუსი სამხედრო და კოლაბორანტი პოლიციელი მოკლეს, რის შემდეგაც ისინი ოკუპანტებმა მოკლეს.

მანამდე არასრულწლოვნებსა და მათ ოჯახებს დევნენ.

კერძოდ, უკრაინული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ტიგანი გაიტაცეს სახლიდან, დაკითხვის დროს კი ელექტროშოკსაც იყენებდნენ.

მოგვიანებით, კი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ისინი რკინიგზაზე დივერსიის მოწყობაში დაადანაშაულა. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთი 2023 წელს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა