" გეტყვით იმას, რომ..." - მერიემ გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს
სატელევიზიო პროექტ "პრაიმ ჰაუსის" დატოვების შემდეგ, მერიემ გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს და მადლობას უცხადებს პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და გულშემატკივრებს.
"დავიწყებ მადლობით. მადლობა პროექტს "პრაიმ ჰაუსს" იმისათვის, რომ ათასობით ადამიანიდან ამირჩია, მომცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ყველაზე რეიტინგული გადაცემის მონაწილე, აქ გატარებულმა ოთხმა თვემ ძალიან გამზარდა, მაპოვნინა საკუთარ თავში ის თვისებები, რაც აქამდე არ ვიცოდი. მადლობა "პრაიმ ჰაუსის" კოლექტივს, იმისათვის რომ ამდენად კარგები ხართ, გიყვარდით და რთულ მომენტებში ყოველთვის გვერდში გვედექით.
მადლობა ასევე ჩემი "პრაიმ ჰაუსის" ხან დიდ და ხან პატარა ოჯახს, ბევრი კონფლიქტები და ბევრი სიხარული მაკავშირებს მათთან, თუმცა საბოოლოოდ მაინც ტკბილად გამახაენდება, განსაკუთრებული მადლობა ნახევარფინალისტებს იმისათვის, რომ ის ოჯახური სითბო რაც მაკლდა, (გამომდინარე იქიდან რომ მარტო ვარ) შემივსეთ.
მადლიერი ვარ თითოეული განცდისთვის, კარგი დღეებისთვის, მიხარია რომ სოციალური აქტივობებით ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით და წვლილი შევიტანეთ მათ დახმარებასა და გაბედნიერებაში.
მადლობა ჩემს კრიტიკოსებს იმისათვის, რომ მლანძღავდით და სიბოროტის მეტს არაფერს მიკეთებდით, თქვენ მასწავლეთ როგორ შემეყვარებინა საკუთარი თავი მეტად და დამარწმუნეთ, რამდენად საინტერესო მოთამაშე ვიყავი (კრიტიკამ ყველაზე მეტად გამზარდა).
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მიხარია, რომ გაგიცანით, ბედნიერი ვარ, რომ თქვენი რჩეული მე ვიყავი, მადლიერი ვარ თქვენგან მიღებული ყოველი თბილი წერილის, რადგან მას შეეძლო მთელი ჩემი დღე ფერადი გაეხადა. მიყვარხართ ძალიან.
პროექტში შევედი სათამაშოდ, მქონდა ჩემი სვლები, ტაქტიკები, გათვლები, ბევრს შეიძლება არ მოგწონდათ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ შორიდან ყველაფრის ყურება მარტივია და თავად რომ ყოფილიყავით ერთ-ერთი მონაწილე შეიძლება გაგეგოთ ჩემი. ჩემი სტრატეგიების გამო ვაწყენინე ბავშვებს, რაზეც ძალიან ვწუხვარ თუმცა, რაც პროექტში მოხდა იქ დავტოვე და გარეთ არ გამომაქვს და იმედია, ასევე იქნება თქვენი მხრიდანაც.
მოკლედ, მადლიერი ვარ მთელი ამ ოთხი თვის.
რაც შეეხება ფინალისტებს, ვუსურვებ წარმატებებს, თუმცა მინდა, რომ მესამე სეზონის გამარჯვებულად ირაკლი ვიხილო, რადგან მეტად რთული გზა განვლო ბიჭებიდან და სირთულეების შემდეგ იმსახურებს გემრიელ ლუკმას ანუ გამარჯვებას", - წერს მერიემი.