თეგებით ძიება

"როცა კონფლიქტის ორივე მხარე ნაძირალაა, ისინი ყოველთვის შეიძლება გარიგდნენ" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი, გია ხუხაშვილი რუსეთში 24 ივნისს მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და განმარტავს, რატომ წაშალა წინა პოსტი.

"გუშინდელი ჩემი, თუ გნებავთ სასურველი სცენარი რუსეთთან დაკავშირებით, სამწუხაროდ არ გამართლდა. როცა კონფლიქტის ორივე მხარე ნაძირალაა, ისინი ყოველთვის შეიძლება გარიგდნენ.

ამიტომ პოსტი წავშალე, რამაც დიდი ჟივილ-ხივილი გამოიწვია პრო-რუსულ ბანაკში, რომლებიც ზეიმობენ პუტინის გადარჩენას…

საოცარი ხალხია…", - წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში 23 ივნისს "ვაგნერის" დაჯგუფებამ სამხედრო გადატრიელების შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით დაჯგუფების დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გადაწყვეტილება შეცვალა და მოსკოვის მიმართულებით მიმავალი კოლონა, უკან , ბანაკებში დააბრუნა.

რუსეთში ერთდღიან აჯანყებას 13 პილოტის სიცოცხლე შეეწირა, მსხვერპლი იყო სამოქალაქო პირებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა