"ყოველთვის ჩვენს გულში იქნები" - მდინარე წყალწითელაში მოზარდი დაიხრჩო
იმერეთში, მდინარე წყალწითელაში სკოლის მოსწავლე დაიხრჩო. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "FC Kutaisi“ ავრცელებს.
"მათე, მხიარულო და მომღიმარო ბიჭო შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები", - წერია განცხადებაში.