გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა - რა მოხდა სტოკჰოლმში?
შვედეთში, სტოკჰოლმში, „გრონა ლუნდის“ გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, რის გამოც ხალხს დაეჯახა.
„დღეს გლოვის დღეა „გრონა ლუნდში“. ჩვენთან მოხდა ძალიან სერიოზული ავარია Rollercoaster Jetline-ში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა“,- განაცხადა იან ერიქსონმა, პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა.
პოლიციამ განაცხადა, რომ ცხრა დაშავებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.