"შეიძლება სუიციდამდეც მიგიყვანონ, ვინ ხართ, ფუ თქვენი“ - რას წერს თამთა ჭელიძე?
მომღერალი, თამთა ჭელიძე სოციალურ ქსელში რუსეთში სიმღერის გამო, ნუცა ბუზალაძისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოხატულ ბულინგს ემხაურება.
მისი თქმით, ბულინგი ყოვლად მიუღებელია, რომელსაც შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს.
"ეს სამი დღე, რასაც ვხედავ და ვისმენ.
აი ესეთ "ფარჩაკობებს" როგორ აკეთებთ, ან ამ უნიჭო გადაწყვეტილებებს, როგორ იღებთ ვაიმე.
მიდით, ჯიჯგნეთ მიდით !!!
აი რადიოში სიმღერების აკრძალვა ეს ვინ მოიგონა, ვახ ბიჭო.
შეიძლება სუიციდამდეც კი მიგიყვანონ, ვინ ხართ, ფუ თქვენი", - წერს თამთა ჭელიძე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა. ფაქტის გამო, მან ბოდიში მოიხადა.