თეგებით ძიება

ახალი ერაა, პატარა ბავშვების გამოშტერებით უნდათ, რომ ადამიანი შეიცვალოს - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ მსოფლიოში ახალი ერა დაიწო და გარკვეულ ძალებს სურთ, რომ პატარა ბავშვების გამოშტერებით, ადამიანი შეიცვალონ.

"ახლა არის ეს საკეპი მანქანა, ახალი ასეთი, ახალი ერა, ასე ვთქვათ, ნიუ ეიჯი, ახალი ცრუ იდეები და ახალი სისულელეები, პატარა ბავშვების გამოშტერებით უნდათ, რომ ადამიანი შეიცვალოს. პატარა ბავშვებისგან უნდათ გამოზარდონ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც სამშობლო ექნებათ, არც ღირსება ექნებათ, ინტერესი ექნებათ, ექნებათ სიტყვები – დემოკრატია. როგორც ჩვენ კომუნიზმი, ლენინი, სტალინი, ასე ექნებათ მათ დემოკრატია, ლიბერალიზმი, ახალი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, კიდევ რა აქვთ, სიტყვები ცნობიერების ამაღლება, რა იდიოტობაა საერთოდ, სიტყვა ცნობიერების ამაღლება რა არის. ცრუ, არაფრისმთქმელი სიტყვებით შემოდის ცრუ კულტურა, რომელსაც არ შეიძლება კულტურა ვუწოდოთ. ეს იკავებს ადგილს იმ ღირებულ სამყაროში, რომელი სამყაროც ადამიანს აყალიბებდა კეთილ ადამიანად, მოსიყვარულედ, თავდადებულად ქვეყნისთვის, ოჯახისთვის", - განაცხადა მეუფემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა