რა უნდა იცოდეთ ალერგიის შესახებ? - ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საზოგადოებას მიმართავს
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს ავრცელსებს და განმარტავს, რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა აღნიშნული თემის შესახებ.
„ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება: ზეთისხილის (Olea), ხემყრალას (Ailanthus) ნაძვის (Picea) და ცაცხვის (Tilia) მტვრის მარცვლები.
ერთეული სახით დაფიქსირდება ასევე: ჯვაროსნების (Brassicaceae), მჟაუნას (Rumex), მრავალძარღვას (Plantago) და ჭინჭრის (Urtica) ყვავილის მტვრის მარცვლები.
საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) ყვავილის მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.