თეგებით ძიება

ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომით დიდი შეცდომა დაუშვა - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომით დიდი შეცდომა დაუშვა.

"შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საკითხი და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ რა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის უკანონო ანექსიითა და უკრაინის წინააღმდეგ ომით", - თქვა სტოლტენბერგმა.

როგორც სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიის გაგრძელების ფონზე, უკრაინას მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

"რადგან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება.

უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევები ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. რაც უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო ძლიერი იქნება უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", - თქვა მან.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერლავს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა