თეგებით ძიება

რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა

ერთდღიანი აჯანყების შეწყვეტისა და კრემლის განცხადების მიუხედავად, რუსეთში კერძო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეჩერებულა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მან 24 ივნისს რუსეთის თავდაცვის ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრა, თავისი ჯარით რამდენიმ ქალაქი აიღო, 8 საფრენი საშუალება ჩამოაგდო და მოსკოვისკენ დაიძრა.

ამავე დღეს, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

ამას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და თქვა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდებოდა და ვაგნერის ხელმძღვანელი ბელარუსში გაემგზავრებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა