თეგებით ძიება

"პუტინის ყურმოჭრილ მონა პავლიაშვილთან მე არ ვიმღერებდი" - ია ფარულავა

მსახიობი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში რუსეთში სიმღერის გამო, ნუცა ბუზალაძისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოხატულ ბულინგს ემხაურება.

მისი თქმით, ის რუსეთში სოსო პავლიაშვილთან ერთად არ იმღერებდა.

"მოსკოვ-პეტერბურგში ქორწილ/დაბადების დღე/ნათლობა/ ქელეხში  თუ დამპატიჟებთ, ძვირფასო ქართველებო, არ გადამიღოთო ფოტო ან ვიდეო თორემ... ორკინიკლა ქართველებო, მოდით დავჭამოთ ერთმანეთი, ამაზე უკეთესი ნეტა რა გაგვიკეთებია ოდითგან.

არავის არ ვამართლებ, მაგრამ პუტინის ყურმოჭრილ მონა პავლიაშვილთან მე არ ვიმღერებდი წერტილი, და თუ ვნახავდი სუფრაზე დემონსტრატიულად ავდგებოდი და წამოვიდოდი", - წერს ია ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა. ფაქტის გამო, მან ბოდიში მოიხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა