საქართველოს გაუმართლა, რომ ხელისუფლებაში არის "ქართული ოცნება", რომელსაც აქვს მოთმინების მიდგომა - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს გაუმართლა, რადგან ხელისუფლებაში არის "ქართული ოცნება", რომელსაც აქვს დაფიქრებული, მოთმინების მიდგომა.
"იყო საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანის მცდელობა, იყო კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები იყო, იყო პანიკის შექმნის მცდელობა, რომ მოაწყდნენ თითქოს ჩვენ საზღვარზე, მათ შორის ტყუილის გავრცელება, მათ შორის ამაში ჩართულები იყვნენ ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის წარმომადგენლები პირდაპირ "ტვიტერის" მეშვეობით.
ჩვეულებრივ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. ერთი და იგივე მატრიცით მიდის ყველაფერი, ხდება კონსპირაციების შემოგდება, დაბნეულობის შემოტანის მიზნით, შემდეგ პანიკის აწევის მიზნით ხდება სოციალურ ქსელში ორგანიზებული აქტივობა, რომ შექმნან რაღაც მასობრიობის აღქმა, მაგრამ ყოველ ჯერზე იფუშება ასეთი დამოკიდებულება.
ეს ხალხი რომ ყოფილიყო იმ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა უბედურება შეიძლება, დატრიალებულიყო ამ ქვეყანაში. ამიტომ არის ერთი რამ, საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის "ქართული ოცნება", რომელსაც აქვს დაფიქრებული, მოთმინების მიდგომა, როცა ხდება ანალიზი და არა ემოციებზე აყოლა", - თქვა პაპუაშვილმა.