თეგებით ძიება

შეიძლება თუ არა შეყვარებულისთვის ხატის ჩუქება? - მამა შალვა კეკელია განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს შეყვარებულისთვის ხატის ჩუქება არ შეიძლება, რადგან მათ ჯერ ჯვარი არ აქვთ დაწერილი. 

საკითხს მამა შალვა კეკელია ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი რამ პირველად ესმის და განმარტა, რომ ხატის ჩუქება ნებისმიერი ადამიანისთვის ჩუქება არის დასაშვები.

„მსგავსი რამ არასოდეს გამიგია, ვის მოუვიდა ასეთი რამ თავში... წარმოუდგენელია, ეგეთი რამე, რომ ვიღაცას ხატი არ აჩუქო. შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს აჩუქოთ ხატი, მთავარია, ადამიანმა იცოდეს ხატის პატივისცემა და მნიშვნელობა. როდესაც ადამიანს ხატს ჩუქნი, მან უნდა იცოდეს რას ჩუქნი. ადამიანი ხატს ძალიან უნდა უფრთხილდებოდეს, იმიტომ რომ ხატი არის წმინდანის გამოსახულება და მას ადამიანი უნდა ევედრებოდეს. მთავარია, ხატის ჩუქებისას, შეარჩიო ადამიანი, ვინც გაუფრთხილდება შენს ნაჩუქარ ხატს. უმთავრესი ეს არის“,- განაცხადა სასულიერო პირმა "პრაიმტაიმთან" საუბარში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა