თეგებით ძიება

არც თავიანთ თავს ეკუთვნიან, არც ამ ქვეყანას - კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერები ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებიან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

"ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის მომავლის მტრები, პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. არანაირი დემოკრატიული ღირებულება და ფასეულობა არ გააჩნიათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტები აქვთ, არიან ფარისევლები. არც თავიანთ თავს ეკუთვნიან, არც ამ ქვეყანას. ისინი გავლენის აგენტები არიან, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუნდაც სტატუსის მიღებას.

ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებდით. ყველანაირი მაჩვენებლით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, ვისაც მისცეს და ჩვენ არასამართლიანად მოგვექცნენ, ყველას უნდა ჰქონდეს ბრაზი. არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, უნდა გქონდეს ბრაზი, რადგან საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა. ყველა უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ მივიღოთ ეს სტატუსი. ამისთვის ორივე მხარე ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ. თუმცა, ოპოზიცია დარბის ბრიუსელში, კაბინეტებში, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ასე იქცეოდნენ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა