ნუცას სიმღერების ჩახსნის შემდეგ, "რადიო თბილისს" 8116 ახალი გამომწერი დაემატა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
რადიოსადგურის დირექტორი, რამაზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნუცა ბუზალაძის სიმღერების ჩახსნის გადაწყვეტილების შემდეგ, "რადიო თბილისს" 8116 ახალი გამომწერი დაემატა.
"როგორია ციფრებში: ნუცას სიმღერების ჩახსნის გადაწყვეტილება ეთერში. გუშინ,
1147- მა გააუქმა რადიო თბილისის გამოწერა.
8116 კი ახალი გამომწერი დაემატა..
ამ დროისთვის გამომწერია 310 ათას 600 ადამიანი.დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.
არა რუსეთს, არა პუტინის რეჟიმს. საქართველო არის ევროპა", - წერს რამაზ სამხარაძე.