თეგებით ძიება

ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დანიშნა

​ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ პირველ მოადგილედ ნათლულის მამა, მირიან კვირიტიძე, დაინიშნა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

"ასეც რომ იყოს, რა მერე?...რატომ მიიღო ბატონმა ზაზამ ეს გადაწყვეტილება, მე როგორ გეტყვით? არა მგონია, ეს ყოფილიყო მიზეზი. შემომთავაზა და, შესაბამისად, მეც დავთანხმდი. მე მანამდეც ვიყავი მოადგილე და ახლა პირველი მოადგილე გავხდი. დანარჩენზე ჩვენს პრესსამსახურს დაუკავშირდით და თუ რამე გაინტერესებთ, ოფიციალურად მოგაწოდებთ", - ამობს მირიან კვირიტიძე.

ცნობისთვის, მირიან კვირიტიძე ამ თანამდებობაზე კახა ფუტკარაძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. ფუტკარაძის შვილზე ბუღალტერმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რომ იგი "ხელვაჩაურის წყალკანალში" ფიქციურად იყო დასაქმებული და ხელფასის სახით 1 040 ლარს იღებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა