თეგებით ძიება

უნდა შევძლოთ, საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ, გავერთიანდეთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს იქნება ყველას მონაპოვარი - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილს შეიძლება, არ აწყობდეს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"არ დავაბრალოთ ქვეყნის არსიყვარული არავის, ოპოზიციას შეიძლება, არ აწყობდეს კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ნაკლები საშუალება ექნება მმართველი გუნდის დაზიანების და ოპონირების. რა სიტყვების წყობითაც არ უნდა თქვან, უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის მიერ მიღებული რაღაც სერიოზული სარგებელი. ეს არის ქვეყნის სარგებელი, წინ წაწევა. ევროპული ინტეგრაციის გზა, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის სარგებელი, ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი. ნუ შეუშინდებიან ამ სტატუსის მიღებას. რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ, გავერთიანდეთ ამის ირგვლივ და ის ნეგატიური დღის წესრიგი, რომელიც მათი მხრიდან არის გახმოვანებული და აფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, დავივიწყოთ. თუ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია იმისთვის მუშაობს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ, შეიძლება, ამან ხელი არ შეუშალოს მიღებას, მაგრამ შემაფერხებელი გარემოება უსათუოდ არის. უნდა შევძლოთ საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ ყველა და ვთქვათ, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც რადიკალიზმი, არარელევანტური ოპონირება, პოპულიზმის საკითხების შემოტანა, პიარის ელემენტებით ბრძოლა სტსტუსის წინააღმდეგ არ არის კარგი საქმე და ის საქმე, რომელიც რომელიმე ქართველმა უნდა აკეთოს. ჩვენ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის შესასრულებლად. ეს იქნება ყველას მონაპოვარი“, – განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა