თეგებით ძიება

ოპოზიციას მოვუწოდებ, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია კანდიდატის სტატუსის არმიღება.

„არაერთხელ მისაუბრია იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს და მის მთავარ შემადგენელს წარმოადგენს - ეს არის კანდიდატის სტატუსის არ მიღება. პრინციპში, ერთ რამეში უნდა დავეთანხმოთ - იმ სიტყვებში არა, როგორც ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობენ, მაგრამ უნდა დავეთანხმოთ იმაში, რომ თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მათ ისეთი აზრები აქვთ, რომ ეს არის ოპოზიციისთვის დამანგრეველი. გარკვეული სერიოზული პლუსი იქნება ეს მმართველი გუნდისთვის, ჩვენ სუბიექტურადაც გვაწყობს, გარდა იმისა, რომ სამშობლო უყვარს ადამიანს, მმართველ გუნდს, როდესაც ხელისუფლების და მისი მმართველობის პირობებში იღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, სუბიექტურადაც აწყობს ეს ამბავი. ასევე სუბიექტურად, არ დავაბრალოთ ქვეყნის არსიყვარული არავის, ოპოზიციას შეიძლება არ აწყობდეს კანდიდატის სტატუსის მიღება იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდის დაზიანების და ოპონირების ნაკლები საშუალებს ექნება. რა სიტყვები არ უნდა თქვან, მოგვეწონება ჩვენ ეს, თუ არ მოგვეწონება, გვინდა მათ მოვუწოდოთ, რომ ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის მიერ მიღებული სერიოზული სარგებელი. იმ გზაზე, რომელიც ჩვენ გაცხადებული გვაქვს და კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის მონაპოვარი.

ქართველი ხალხის მონაპოვარია, თუკი ამ ქვეყანაში რაიმე პროგრესული ცვლილება არსებობს. აქედან გამომიდინარე, მოვუწოდებ, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას. რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ, რომ ამ ყველაფრის ირგვლივ გავერთიანდეთ. მათ მხრიდან გახმოვანებული ნეგატიური დღის წესრიგი აფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამას უნდა შევხედოთ თავლებში და პირდაპირ უნდა ვთქვათ, თუკი ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია იმისთვის მუშაობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, შეიძლება ამან ხელი ვერ შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ შემაფერხებელი გარემოება ბუნებრივად არის. ამიტომ, უნდა შევძლოთ საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ“,- განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა