ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ - რიში სუნაკი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების წარუმატებელი ამბოხის გამო, დიდი ბრიტანეთი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.
"ჯერ ძალიან ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, თუმცა ჩვენ, როგორც ყოველთვის, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ ", - განაცხადა რიში სუნაკმა და დასძინა:
"ეს ის სიტუაციაა, რომელსაც ჩვენ გარკვეული პერიოდი ვაანალიზებთ და თვალს ვადევნებთ, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე „ვაგნერის“ ჯგუფის და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის პოტენციურ მადესტაბილიზებელ გავლენას", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.