თეგებით ძიება

"რასაც რუსები კადრულობენ, ცხოველები არ იკადრებენ, შემზარავია ლისზე ასვლა და ბავშვების გასეირნება“ - პეტრე კოლხი

დეკანოზი, პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ლისის ტბაზე რუსი ტურისტების ქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოქცევის ნორმებს სცდება და ამორალურ საქციელში გადადის.

"შემზარავია ლისზე ასვლა და ბავშვების გასეირნება…

მართალია, ჩვენი "მორწმუნე” ერის ნაწილი გარყვნილებას ევროპაში ხედავს, მაგრამ რასაც რუსები კადრულობენ, ცხოვრელები არ იკადრებენ!..

ამის ატანა შეუძლებელია!", - წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ლისზე გადაღებული ფოტო ვრცელდება, რომელზეც ნახევრადშიშველი ქალია ასახული. არსებული ინფორმაციით, ქალი რუსეთის მოქალაქეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა