თეგებით ძიება

„რთული დრო არ გრძელდება! ასე რომ, ყოველთვის გაიღიმე და იზეიმე" - რას წერს ნუცა ბუზალაძე?

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რთული დროის მიუხედავად, ადამიანებმა ცხოვრება ღიმილით უნდა გააგრძელონ.

„რთული დრო არ გრძელდება! ასე რომ, ყოველთვის გაიღიმე და იზეიმე, რომ ხარ ცოცხალი, გაქვს შანსი შეცვალო რაღაცები... დაეხმარო სხვებს, ჩვენ უნდა გვიყვარდეს და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. ვიყოთ კეთილები და არ უნდა ვიჩქაროთ სხვების და სიტუაციების განსჯა“, - წერს ბუზალაძე.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა, მიშო სულუხიამ და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა