თეგებით ძიება

"ცხოველებზე მოძალადეების მიმართ კანონი მკაცრდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს მიშა კაჭკაჭიშვილი?

საქმოქალქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ცხოველებზე მოძალადეების მიმართ კანონი მკაცრდება.

"თამამად შემიძლია მოგილოცოთ პირველი გამარჯვება.

ჩვენმა ერთიანობამ და პროტესტმა შედეგი გამოიღო.

დღეს იყო შეხვედრა კომიტეტების ხელმძღვანელებთან და გადაჭრით შემიძლია გაცნობოთ, რომ ცხოველებზე მოძალადეების მიმართ კანონი მკაცრდება და მკაცრდება არა ერთ თვეში და მომავალში, არამედ ახლა.

იურიდიული კომიტეტი, პროკურატურა და გარემოს დაცვის კომიტეტი ფორსმაჟორულ რეჟიმში არის გადასული და ამ კვირაში უნდა მოესწროს 259-ში ცვლილებები. 

მოსმართლეს აღარ ექნება შესაძლებლობა, დამნაშავის ჯარიმით ან სხვა, არასაპატიმრო ღონისძიებით გათავისუფლების. 

მოძალადეებს შეეფარდებათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.

ვფიქრობ, რომ კანონში ცვლილებები დაასწრებს წალკაში დაცხრილული ძაღლის მკვლელის სასამართლოს და ის წავა ციხეში.

ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ორი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ პროცესის დაზიანებას, მინდა გავაწბილო და ვუთხრა:

თქვენი ადგილი ამ სფეროში მალე აღარ იქნება !

ვინ რამდენს გიხდით და რის საფასურად, ყველაფერი ვიცით.

ყველას საკუთარ ადგილს მივუჩენთ და ამ სფეროს გავწმენდთ იმ ადამიანებისაგან, ერთი ხელით რომ 112 -ში რეკავენ ,,ძაღლები მომაშორეთ'' -ს ძახილით და მეორეთი ფულს რომ უხდიან ვითომ ცხოველთმოყვარულებს.

პ.ს. ძალიან მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება", - წერს საქმოქალქო აქტივისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა