თეგებით ძიება

ცნობილია, როდის ჩამოსვენებენ უკრაინაში დაღუპულ, მალხაზ კვიჟინაძესა და ჯონი ოდიშვილს სამშობლოში

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, მალხაზ კვიჟინაძესა და ჯონი ოდიშვილს საქართველოში 1-ელ ივლისს, 04:25 საათზე ჩამოასვენებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე ავრცელებს. 

"01/07/2023. დილის 04:25 საათზე ჩამოფრინდება რეისი ვარშავიდან. 2 ქართველი გმირის  მახო კვიჟინაძის და ჯონი ოდიშვილის ცხედრით. დახვდი საქართველოვ შენ გმირებს. საქართველოს საელჩოს უკრაინაში, გენერალური კონსულის ძალისხმევით და კომპანია "უფიტის", მისი ხელმძღვანელის რამინ გობაძის ძალისხმევით დროულად მოხერხდა მათი გამოსვენება ბრძოლოს ველიდან. ასევე საქართველოში გადმოსვენების თარიღიც დროულად დადგინდა. მადლობა მათ, რომ არც ერთ წუთს არ კარგავენ და ამ მძიმე წუთებში ჩვენს გვერდით არიან. "დახვდი საქართველოვ შენს გმირ შვილებს", - წერს ნადიმ ხმალაძე. 

ცნობისთვის, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი 25 ივნისს დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა