თეგებით ძიება
26. 06. 2023 ბიზნესი

ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი დედას აჩუქა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

რეპერმა, ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი დედას აჩუქა. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

არსებული ცნობით, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ოფიციალური მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე გახდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დენდროლოგიური პარკის მთლიანი ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს შპს ურეკი რეზიდენსი ფლობს. ამავე მონაცემების თანახმად, შპს ურეკი რეზიდენსის 100% წილის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე გახდა.

როგორც დოკუმენტშია ასახული, მანამდე შპს ურეკი რეზიდენსის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილი იყო, რომელმაც რეესტრს მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით 6 ივნისს მიმართა.

ბერა ივანიშვილამდე შპს ურეკი რეზიდენსს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა. დენდროლოგიური პარკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებშია გაშენებული. მისი სრული ფართი 60 ჰექტარს შეადგენს.

დენდროლოგიური პარკი მსურველთათვის ღია სივრცეა, თუმცა კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მფლობელს პარკის ნებისმიერ დროს დახურვის შესაძლებლობა აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა