ფრთხილად, დღეს ძლიერ წვიმას, ქარს და წყალმოვარდნებს ვარაუდობენ! - ამინდის პპროგნოზი ვარა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 ივნისს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.