თეგებით ძიება

მადლობას ვუხდი "ვაგნერის“ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც სისხლი არ დაღვარეს - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "ვაგნერის" დაჯგუფებაში დაქირავებულთა უმეტესობა "პატრიოტია", რომლებიც აჯანყების ორგანიზატორებმა გამოიყენეს.

ვიდეომიმართვაში პუტინი "ვაგნერის" მებრძოლთათვის გასცემს ნებართვას სურვილისამებრ გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, გადასახლდნენ ბელარუსში, ან უბრალოდ დაბრუნდნენ ოჯახებში.

პუტინის თქმით, "ვაგნერის" აჯანყება "ნებისმიერ შემთხვევაში" ჩახშობილი იქნებოდა.

"სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მცდელობა მარცხით დასრულდება.

ამბოხის ორგანიზატორებმა სახელმწიფოს და მათთან მყოფებს უღალატეს. შეიარაღებულ ამბოხი ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა.

ძმათამკვლელი ომი - უნდოდათ ჩვენს მტრებს: ნეონაცისტებს კიევში და მათ დასავლელ მფარველებს უნდოდათ, რომ დაცემულიყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჩვენი საზოგადოება გახლეჩილიყო. ისინი ოცნებობდნენ ფრონტზე და ე. წ. კონტრშეტევის მსვლელობის წარუმატებლობის რევანშზე, მაგრამ ვერ გათვალეს.

"ვაგნერის" ჯგუფის მებრძოლებისა და მეთაურების უმრავლესობა რუსეთის პატრიოტები არიან, თავიანთი ხალხისა და სახელმწიფოსადმი თავდადებულები, რომლებმაც ეს ბრძოლის ველზე თავიანთი სიმამაცით დაამტკიცეს.

მადლობას ვუხდი "ვაგნერის" ჯგუფის იმ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე და ბოლო ხაზთან შეჩერდნენ - შეგიძლიათ გააფორმოთ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, დაბრუნდეთ სახლში, ან გადახვიდეთ ბელარუსში, ჩემი დაპირება შესრულდება", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში 23 ივნისს "ვაგნერის" დაჯგუფებამ სამხედრო გადატრიელების შესახებ განაცხადა, თუმცა მოგვიანებით დაჯგუფების დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გადაწყვეტილება შეცვალა და მოსკოვის მიმართულებით მიმავალი კოლონა, უკან , ბანაკებში დააბრუნა.

რუსეთში ერთდღიან აჯანყებას 13 პილოტის სიცოცხლე შეეწირა, მსხვერპლი იყო სამოქალაქო პირებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა