"ქმარმა მე-9 თვეში მცემა, ტყუპებს ველოდებოდი, ექიმმა მითხრა 1 შვილი მკვდარიაო, გამოწერის დღეს მეორე შვილიც მომიკვდა" - დალი ყარაულაშვილი (ვიდეო)
პოეტი, დალი ყარაულაშვილი თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე საუბრობს. მისი თქმით, ქმარმა მე-9 თვეში ისე სცემა, რომ ტყუპები დაეღუპა. ამის შესახებ მან გადაცემა "ია ფარულავას კონვერტის“ ეთერში ისაუბრა.
"მასთან ჩხუბი ყოველთვის ფიზიკური შეხებით მთავრდებოდა და არ მინდოდა მძიმედ დამთავრებულიყო ამბავი.
მე-9 თვეში ვიყავი. მანქანით წავედი სანახავად. ხელით შემეხო მერე პატიებას მთხოვდა. მკვდრის ფერი მქონდა, მივედი საავადმყოფოში და ერთი ბავშვი მკვდარი იყო და მეორე ცოცხალი. ბიჭი ცოცხალი იყო გოგო მკვდარი. ექიმებმა გოგოს დასამარხად 12 ლარი გადამახდევინეს. მერე გამოწერის წინა დღეს ბიჭი ვნახე, ძალიან ცუდად იყო, სისხლი სდიოდა. ისიც დაიღუპა.
წამოვიყვანე მკვდარი ბავშვი მივედი მეუღლესთან ავაღებინე ნიჩაბი და მიწა ამოვათხრევინე. ვაიძულე საკუთარი შვილი თავად დაემარხა. მისი მკვლელობაც მქონდა დაგეგმილი თუმცა ქვეყნიდან გაიქცა“, - ამბობს პოეტი.