მიდი, მოკალიო, თავის შვილს ეუბნებოდა... - შიდა ქართლში კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და ვიდეოებს უღებდა
კასპის ერთ-ერთ სოფელში, კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით, უღებდა. ამის შესახებ ინფორმაცის "მთავარი არხი" ავრცელებს.
"ბავშვები თამაშობდნენ სოფლის ცენტრში, მაღაზიასთან. მოვიდა ჩვენი სოფლის მცხოვრები, თავის 10 წლის ბავშვთან ერთად და უთხრა ეს ბიჭი სცემეო. 9 წლის ბავშვზეა საუბარი. არავინ გააშველოთ თორემ დაგხოცავთო, ყვიროდა და ვიდეოს უღებდა. მიდი, მოკალიო, თავის შვილს ეუბნებოდა. 9 წლის ბიჭი ისე სცემა 10 წლის ბიჭმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და გვიან ღამით გამოწერეს. პოლიციამ იცის ყველაფერი, მაგრამ ჯერ კაცი არ დაუკავებიათ", - ამბობს თვითმხილველი.