ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველა მიმართულებით წინ წაიწიეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ფრონტის ყველა მიმართულებით წინ წავიდნენ.
ის დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს ეწვია.
“ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი მოწინავე პოზიციები, ფრონტზე აქტიური ოპერაციების ზონები. დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ბიჭებს ვუსურვე მსგავსი დღეები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან შეხვედრები გამართა გენერლებთან: ვასილი ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავსკისთან, იური სოდოლთან და ალექსანდრე სირსკისთან და რამდენიმე ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.