საბერძნეთში 14 წლის ქართველი დააკავეს
საბერძნეთში, გლიფადაში დააკავეს 14 წლის ქართველი, რომელმაც თანატოლს პირადი ნივთები მოპარა. ამის შესახებ ინფრომაციას tv25 ავრცელებს.
სამართალდამცავებმა მომხდარზე სულ სამი პირი დაკავეს - 14 წლის ქართველი, 18 წლის თურქი და 16 წლის ბერძენი.
დაკავების პროცესში, დამნაშავეები პოლიციელებს თავს დაესხნენ, რის გამოც ორი ძალოვანი დაშავდა.
მათ პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.