თეგებით ძიება

"კანონიერმა ქურდმა" გადააფრინა მოსკოვში, ამღერა, "რუსეთს გაუმარჯოს, ჩვენ გავიმარჯვებთო"...და კიდევ ჩვენ ვართ მოღალატეები?!"- რას წერს "რადიო თბილისის" დირექტორი?

"რადიო თბილისის დირექტორი, რამაზ სამხარაძე ქართველი მომღერლების სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"კანონიერმა ქურდმა" გადააფრინა ქალი მოსკოვში, იმის დაკრულზე ამღერა, "რუსეთს გაუმარჯოს, ჩვენ გავიმარჯვებთო " გარემოცვაში, სოსოსთან, რომელიც რუსულ ბატალიონს უკრაინელების წინააღმდეგ აფინანსებს... და კიდევ ჩვენ ვართ მოღალატეები?  სიმღერების ჩახსნის გამო - ნუ შემოხტით აქ მართლაც მონები და მოღალატეები. ჩემი პოზიცია მტკიცეა!", - წერს სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მომღერლებმა რუსეთში იმღერეს, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "რადიო თბილისმა" კი, ფაქტის გამო, ნუცა ბუზალაძის სიმღერები ეთერიდან ჩახსნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა