"პუტინს რამდენიმე კვირა დარჩა" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს "მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა".
"მე ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და დარწმუნებული ვარ, რომ მას მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.
ჩვენ ყველა უნდა მზად ვიყოთ ამ დროისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.