პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუის და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის - არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ისინი ფარისევლები არიან.
არც კი გიცდიათ, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული, არც საარჩევნო რეფორმები გაგიტარებიათ, ჩვენ კი 8 არჩევნები მოვიგეთ. ახლაც კი შუალედური არჩევნები მოვიგეთ. საარჩევნო რეფორმას რომელს ეძახით, თქვენი პრინციპით რომ ტარდება? ანუ სანამ არ მოიგებთ, რომ არ ენდობით და არ გჯერათ შედეგების?“ - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოში არა მარტო საარჩევნო რეფორმა, არამედ სასამართლო რეფორმაც წარმატებულია.
"გუშინწინ ერთ-ერთმა თქვენმა საყვარელმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა მოუგო ყოფილ
დამსაქმებელ ტელევიზიას საქმე სასამართლოში. თქვენ იყავით ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს სამსახურიდან და სასამართლო სამართალს არ ადგენსო. რომელმა გააკეთეთ განცხადება ან რა გამოხმაურება გქონდათ საერთოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით?“, - მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ. მისივე მოსაზრებით, რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის წინააღმდეგ მუშაობს.