"პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, კიბოს, ებოლა ვირუსს, ვულკანის ამოფრქვევას და ყველაფერ დარჩენილს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ" - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს, რომ ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ყველას და ყველაფერს გულშემატკივრობს.
"პუტინის წინააღმდეგ პრიგოჟინს კი არა, კიბოს, ებოლა ვირუსს, ფეიკ ფოტოსესიის დროს უცაბედად გამოღვიძებულ ვეფხვს, ვულკანის ამოფრქვევას და ყველაფერ დარჩენილს, რაც ბოლოს მოუღებს, ვუგულშემატკივრებ და GO-GO-თი გავამხნევებ", - წერს გვარამია.
სეგახსენებთ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული. 2022 წლის თებერვალში კი, პუტინის ბრძანებით რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.