თეგებით ძიება

ეუბნებოდა, რომ არ გააშველოთ, იჩხუბონო... ჩემი ძმა ისე იყო ნაცემი, რომ საავადმყოფოშიც გადაიყვანეს - რას ამბობს ნაცემი 9 წლის ბიჭის ძმა?

შიდა ქართლში ნაცემ 9 წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა. 

როგორც სავარაუდო მსხვერპლის ძმა ამბობს, ბავშს თვალი აქვს ჩალურჯებული და ცხვირი ნატკენი.

"ჩემი ძმა ბირჟაზე იყო და ბავშვებთან ერთად თამაშობდა, ამ დროს იქ მივიდა ჩვენი მეზობელი კაცი, რომელმაც თავისი უფროსი შვილი მიიყვანა და უთხრა, რომ ჩემი ძმა ეცემა, ამას კი ტელეფონით იღებდა. მერე პოლიცია მოვიდა, კამერები გახსნეს. ნახეს როგორ აცემინებდა ბავშვს. ყველას ეუბნებოდა, რომ არ გააშველოთ, იჩხუბონო. ჩემს ძმას თვალი აქვს ჩალურჯებული და ცხვირი აქვს ნატკენი, ეხლა პოლიციამ წაიყვანა მშობლებთან ერთად გამოკითხვაზე, ისე იყო ნაცემი რომ გუშინ საავადმყოფოშიც ჰყავდათ გადაყვანილი," - ციტირებს "მთავარი არხი" სავარაუდო მსხვერპლის ძმას.

შეგახსენებთ, ​შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცენტრში თავისი 10 წლის შვილი მიიყვანა და ადგილზე მყოფი 9 წლის ბიჭი აცემინა. პარალელურად, მობილური ტელეფონით ვიდეოებს იღებდა და ადგილზე მყოფებს ემუქრებოდა, რომ არასრულწლოვნები არავის გაეშველებინა.

საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია პირი, რომელიც ბავშვებს აჩხუბებდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა