თეგებით ძიება
27. 06. 2023 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაში 77 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა - გაერო

გაეროს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 პირი (71 კაცი და 5 ქალი) კი სიკვდილით დასაჯა.

"ჩვენ დავაფიქსირეთ სულ 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილით დასჯა, რომლებიც თვითნებურად დააკავა რუსეთის ფედერაციამ," - განაცხადა უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებიც. მათ შორის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების. 

ანგარიში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა