თეგებით ძიება

გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს - ლევან ხაბეიშვილი

გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მანქანის საბურავები დაუზიანეს.

„გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს. იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო.

ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა