თეგებით ძიება
27. 06. 2023 ვიდეო

კაცმა 11 წლის შვილს მასზე უმცროსი ბავშვი შურისძიების მიზნით აცემინა - შოკის მომგვრელი კადრები (ვიდეო)

კასპის ერთ-ერთ სოფელში, კაცი მცირეწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელების მიზნით, უღებდა.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.  სავარაუდო მსხვერპლ არასრულწლოვანს ჩაუტარდა ექსპერტიზა და მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა პოლიციაში.   

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ 11 წლის შვილს მასზე უმცროსი თანასოფლელი  შურისძიების მიზნით აცემინა და ვიდეო გადაუღო, რადგან ანალოგიურ ძალადობას მისი შვილის მიმართაც ჰქონდა აქამდე ადგილი.

კაცმა ბავშვები გუშინ, ერთ-ერთი სოფლის ცენტრში აჩხუბა და ძალადობა გადაიღო. 9 წლის ბიჭი იმდენად იყო ნაცემი რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა