თეგებით ძიება

როდის ჩადგება შავი ზღვის მარილიანობა ნორმაში - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

შავი ზღვის მარილიანობა ოდესის სანაპიროსთან ნორმალიზდება და უკვე ერთი კვირის შემდეგ, სრულ ნორმაში უნდა ჩადგეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია აცხადებს.

„თუმცა, დაბინძურებული წყლის შეღწევის გამო, გრძელდება ქვის ზედაპირის დახავსიანება. ზღვის თევზები და მცენარეები კი დასნეულებული არიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოდესის სანაპიროსთან, ზღვაში ბანაობა და თევზჭერა ისევ აკრძალულია.

ცნობისთვის, მანამდე, ოდესის წყლებში ზღვის წყლის ნიმუშებმა მარილიანობის მკვეთრი ვარდნა აჩვენა.

შეგახსენებთ, შავი ზღვა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შემდეგ, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა