თეგებით ძიება

აფხაზური ოპოზიცია ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიააირა“ („გამარჯვება“) თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დე ფაქტო ხელისუფლებისა და ე.წ. პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკის უნდობლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრებმა ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართეს.

„ცესკოს“ ცნობით, კითხვა, რომელზეც 36-კაციან საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმის ჩატარება სურს, ასეა ფორმულირებული: „აუცილებლად მიგაჩნიათ თუ არა აფხაზეთის რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება?“.

ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, რეფერენდუმის მოწვევის უფლება აქვს ე.წ. პრეზიდენტს.

რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით აფხაზეთის მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფში მინიმუმ 25 ადამიანი უნდა შედიოდეს, რეფერენდუმის მოთხოვნით კი, მინიმუმ, 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა