თეგებით ძიება

რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება, ვიდრე თავ-პირს არ დავალეწავთ - ლევან ხაბეიშვილი

რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება, ვიდრე თავ-პირს არ დავალეწავთ სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„16 -17 წლის ბავშვებს ქვები დაუშინეს, სტუდენტები უნივერსიტეტში ჯგუფურად/ჯგროდ სცემეს და კიბეზე დააგორეს, ოპოზიციონერ ლიდერს მიეპარენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ... გავიდა რამდენიმე დღე და ახლა უკვე, ჟურნალისტი სცემეს გამეტებით - მიშა მშვილდაძე.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ: ივანიშვილი აუცილებლად მოკლავს, ესვრის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში. რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თავპირს არ დავალეწავთ (აუცილებელი მოგერიების ფარგლებში) სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს.

ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება - მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს. სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა